понедельник, 22 июня 2015 г.

მე-9 დღე

მეცხრე დღეს წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვუსმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს. ძალიან საინტერესო იყო თითოეული მასწავლებლის ნამუშევარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის თამარ ლელაშვილის პროექტი,, ჯანსაღი კვება" მასში სრულყოფილად და ლამაზად იყო გადმოცემული პროექტის ყველა შემადგენელი ნაწილი და ყველა ეტაპი.
პროექტის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რათა ხელი შევუწყოთ  მომავალ თაობაში  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

воскресенье, 21 июня 2015 г.

მე-8 დღე

ჩემი პროექტის ,,მონაცემების შეგროვება და განმარტება" პორტფოლიო



პროექტის მერვე დღეს განვიხილეთ ინტელის ძირითადი სახელმძღვანელოს  მეექვსე მოდული, დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა,პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.


суббота, 6 июня 2015 г.

მე-6 დღე

მე- 6 დღეს განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელოს მე-5 მოდული. დღეს შესწავლილი მასალა დამეხმარება თუ როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში, როგორ დამეხმარება მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლაში და სამომავლოდ შეფასების  სწორად დაგეგმვა წარმართვაში. დავგეგმეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა, შეფასების წონის გათვალისწინებით, რათა, შეფასება უფრო ობიექტური იყოს, დავიწყე პროექტის პროცედურების ჩამოყალიბებაზე მუშაობა


воскресенье, 31 мая 2015 г.

მე-5 დღე

მეხუთე დღე
დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს, დავიწყეთ მოდული 3,-კავშირები, რაც დამეხმარება ჩემს პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებაში, ტექნოლოგიების, ინტერნეტის გამოყენებით კვლევა საინტერესო და სახალისო იქნება ჩემი მოსწავლეებისათვის. დავიწყე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მათემატიკა

суббота, 30 мая 2015 г.

მე-4 დღე

ჩემი პროექტის,,შევაგროვოთ და განვმარტოთ მონაცემები" ძირითადი მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვებია:
ზოგადი კითხვა-რამდენად რთულია დღეს ადამიანის ცხოვრება?
თემატური კითხვა-რა ახდენს გავლენას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
შინაარსობრივი კითხვები-რა არის ინფორმაცია?  რა გზით შეიძლება მონაცემების შეგროვება? რა არის საჭირო პიქტოგრამის შესადგენად?

დღეს მიღებული ცოდნა გამომადგება პროექტებით სწავლების დროს, აუცილებლად გავითვალისწინებ შეფასების 5 სტრატეგიას, აქედან ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი იქნება, შეფასების სწორად დაგეგმვა კი დამეხმარება სწალა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

вторник, 26 мая 2015 г.

მე-3 დღე

ტრენინგის მე-3 დღეს ბუკლეტი მივიყვანე დასასრულამდე, დავიწყეთ მე-2 მოდული,-სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა, გავწერეთ გეგმაში სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც გადმოვიტანეთ ncp.ge-დან, მასზე დაყრდნობით გავწერეთ მიზნები, სადაც გამოვიყენეთ ბლუმის ახლებური ტაქსონომია და 21-ე საუკუნიოს უნარები და ლექსიკონი, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებზე და შესაბამის აქტივობაზე,  ბლოგზე ვისწავლეთ ფონის შეცვლა.  მივიღეთ დავალება მოვიფიქროთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.