понедельник, 22 июня 2015 г.

მე-9 დღე

მეცხრე დღეს წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვუსმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს. ძალიან საინტერესო იყო თითოეული მასწავლებლის ნამუშევარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის თამარ ლელაშვილის პროექტი,, ჯანსაღი კვება" მასში სრულყოფილად და ლამაზად იყო გადმოცემული პროექტის ყველა შემადგენელი ნაწილი და ყველა ეტაპი.
პროექტის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რათა ხელი შევუწყოთ  მომავალ თაობაში  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

воскресенье, 21 июня 2015 г.

მე-8 დღე

ჩემი პროექტის ,,მონაცემების შეგროვება და განმარტება" პორტფოლიო



პროექტის მერვე დღეს განვიხილეთ ინტელის ძირითადი სახელმძღვანელოს  მეექვსე მოდული, დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა,პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.


суббота, 6 июня 2015 г.

მე-6 დღე

მე- 6 დღეს განვიხილეთ ინტელის სახელმძღვანელოს მე-5 მოდული. დღეს შესწავლილი მასალა დამეხმარება თუ როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში, როგორ დამეხმარება მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლაში და სამომავლოდ შეფასების  სწორად დაგეგმვა წარმართვაში. დავგეგმეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა, შეფასების წონის გათვალისწინებით, რათა, შეფასება უფრო ობიექტური იყოს, დავიწყე პროექტის პროცედურების ჩამოყალიბებაზე მუშაობა